დეკორატიული ფერადი ქვიშა პოლიეთილენის გამჭირვალე ყუთებსა და პარკებში

  • 400 გრ. / 1კგ. / 5 კგ. /25 კგ

პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები:

  • კერძო პირები

    კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.

  • სპეციალიზირებული კომპანიები

    სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.

  • კეთილმოწყობის სამსახურები

    ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.

  • შინაური ცხოველების მფლობელები

    შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.

  • სარიტუალო მომსახურეობა

    კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.

  • ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...

    ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.

  • დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები

    ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი  დიასახლისები, რომლებიც ფერადი  ქვიშით  ალამაზებენ  საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა  და  შენობების  ირგვლივ  ფერადი  ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.

  • სარეკლამო ფირმები

    სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.

  • სამშენებლო კომპანიები

    სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.

  • საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები

    საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.

  • საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები

    საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის  ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.

  • სადღესასწაულო რიტუალები

    სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.

დეკორატიული ქვიშის დაგების ტექნოლოგია.

 დეკორატიული ფერადი ქვიშის დაგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა სასურველია ზოგიერთი ტექნოლოგიური ეტაპების დაცვა:

  1. ფერადი ქვიშის დასაგები ადგილის მომზადება.

    პირველ რიგში, აუცილებელია დასაგები ადგილის წინასწარი მომზადება. ამისათვის, საჭიროა მოვჭრათ მიწის ფენა არანაკლებ 100 მმ-ის სისქეზე. ჩვეულებრივ, ასეთი სამუშაო ხორციელდება ხელის ნიჩბის საშუალებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია დიდია, უნდა გამოვიყენოთ ტექნიკის სხვადასხვა საშუალებები.

  2. დეკორატიული შემზღუდავი ბარიერები.

    დეკორატიული ნახაზის მიხედვით, განსაზღვრული ფორმების მისაღებად, მათი კიდეების გამოსაყოფად იყენებენ სხვადასხვა სახის შემზღუდავ ბარიერებს. ბარიერი შეიძლება იყოს სპეციალური პლასტმასის ან რეზინის სარტყელი, მარმარილოს დაჭრილი ფილა, ბაღის ბორდიური ან უბრალოდ მდინარის ქვები და ა.შ.

  3. პოლიეთილენის ფირისა და სილის ფენის დაგება.

    მიწის გრუნტის ზემოთ, მასზე ფერადი ქვიშის დაგებამდე, საჭიროა დავაფინოთ ჩვენს მიერ წინასწარ დასვრეტილი პოლიეთილენის ფირი, რომელზეც დავაყრით დაახლოებით 30 მმ სისქის სილის ფენას. ამის შემდეგ, სილა უნდა დავტკეპნოთ სპეციალური იარაღით ან წყლის მოსხმით დავაჩქაროთ მისი ბუნებრივი დაჯდომა.

  4. მინა-ბამბის ქსოვილი.

    სილის ზემოთ აუცილებელია დავაფინოთ სპეციალური მინა-ბამბის ქსოვილის ფენა. პოლიეთილენის ფირის, სილისა და მინა-ბამბის ქსოვილის კომბინაცია, ხელს უშლის სარეველა მცენარეების ზრდას და ტერიტორია ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს სისუფთავეს.

  5. სილის მეორე ფენის დაგება.

     მინა-ბამბის ქსოვილის ზემოთ, როგორც წესი, უნდა დავყაროთ სილის ფენა დაახლოებით 20-30 მმ სისქეზე.

  6. დეკორატიული ფერადი ქვიშის დაგება.

    სილის მეორე ფენაზე ვყრით ჩვენთვის სასურველი ფერის ქვიშას. ტერიტორიაზე, სადაც არ ხდება ფეხით სიარული, ოპტიმალურია ქვიშის ორი ფენის ანუ 20- 30 მმ სისქის დაგება. იმ ადგილებში,სადაც გათვალისწინებულია ფეხით სავალი ბილიკებისა და მოედნების მოწყობა, ქვიშის სისქე რეკომენდირებულია გაიზარდოს 2 - ჯერ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს,ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების ზუსტ დაცვას ნაკლებად მიმართავენ. მაგალითად, გარდაცვლილთა სასაფლაოებზე, ხშირად არ იყენებენ სილას, რის გამოც დეკორატიული ფერადი ქვიშის დაგების გამარტივებული ტექნოლოგია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

    • ტერიტორიის მომზადება.
    • შემზღუდავი ბარიერების მოწყობა. /სასაფლაოების შემთხვევაში - მარმარილოს დაჭრილი ფილები/
    • პოლიეთილენის ფირის და, ახლა უკვე მინა -ბამბის ქსოვილის დაფენა.
    • დეკორატიული ფერადი ქვიშის დაგება.

დეკორატიული ქვიშის ერთი შეფუთვით (25კგ.) დაიგება შემდეგი რაოდენობის ფართები

  • ქვიშის ფენა - 20 მმ = 0,9 ÷1,1 კვ.მ
  • ქვიშის ფენა - 40 მმ = 0,4 ÷0,5 კვ.მ
ქალაქ თბილისში, პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით კომპანია "ახალი თაობა":
592 12 22 77 - დათო
571 79 55 22 - ჯამბული
ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს კომპანია "დათუნა"

568 12 00 12 - ლაშა
555 31 39 45 - ემზარი
ევროპული გამოცდილების მაგალითზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე, შეღებილი ქვიშა და სილა, საქართველოში გამოყენებული იქნება - პრაქტიკულად ყველა ოჯახის მიერ!