საკონტაქტო მისამართი:

საქართველო, ქალაქი ქუთაისი - 4600
ორახელაშვილის ქუჩა № 16/1
ტელეფონი: (0431) 25-19-99
მობილური: (+995) 555- 191- 191
e-mail: decorage@mail.com
web: www.decora.ge | www.decora-color.ge

 
 
 

დეკორატიული ფერადი ქვიშა პოლიეთილენის გამჭირვალე ყუთებსა და პარკებში

  • 400 გრ. / 1კგ. / 5 კგ. /25 კგ

პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები:

  • კერძო პირები

    კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.

  • სპეციალიზირებული კომპანიები

    სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.

  • კეთილმოწყობის სამსახურები

    ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.

  • შინაური ცხოველების მფლობელები

    შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.

  • სარიტუალო მომსახურეობა

    კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.

  • ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...

    ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.

  • დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები

    ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი  დიასახლისები, რომლებიც ფერადი  ქვიშით  ალამაზებენ  საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა  და  შენობების  ირგვლივ  ფერადი  ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.

  • სარეკლამო ფირმები

    სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.

  • სამშენებლო კომპანიები

    სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.

  • საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები

    საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.

  • საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები

    საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის  ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.

  • სადღესასწაულო რიტუალები

    სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.

დეკორატიული ქვიშის ერთი შეფუთვით (25კგ.) დაიგება შემდეგი რაოდენობის ფართები

  • ქვიშის ფენა - 20 მმ = 0,9 ÷1,1 კვ.მ
  • ქვიშის ფენა - 40 მმ = 0,4 ÷0,5 კვ.მ
ქალაქ თბილისში, პროდუქციის შესაძენად დაუკავშირდით კომპანია "ახალი თაობა":
592 12 22 77 - დათო
571 79 55 22 - ჯამბული
ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს კომპანია "დათუნა"

568 12 00 12 - ლაშა
555 31 39 45 - ემზარი