ახლობლების დაკრძალვის სასაფლაო ადგილი - ყოველი ადამიანისათვის უფაქიზეს გრძნობებთანაა დაკავშირებული. სასაფლაოსათვის განსაკუთრებული სიმყუდროვისა და სილამაზის მინიჭება, ქვეცნობიერად თითოეულში მოსალოდნელი გარდაცვალების განცდითაა გამოწვეული. როგორც წესი, სასაფლაოებს მრავალფეროვანი ყვავილებით ალამაზებენ. თუმცა, ვისაც ერთხელ მაინც დაურგავს სასაფლაოზე ყვავილი და უზრუნიამისი მოვლა - გახარებისათვის, კარგად იცის, რომ არსებობს დამღლელი და უსიამოვნო პრობლემა - სარეველა მცენარეები, რომელთაგანაც თავის დაღწევა მოითხოვს რეგულარულ შრომას. როგორც ყოველთვის, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.
ევროპის ქვეყნებში აქტიურად მიმართავენ დეკორატიული ქვიშის გამოყენებას,
რათა ერთის მხრივ, საფლავებს შესძინონ ორიგინალური და ესთეტიკური სახე და ამავდროულად, რამდენიმე წლით დაივიწყონ სარეველა მცენარეების არსებობის შესახებ. ხელოვნურად შეღებილი ქვიშის ნათელი და მკვეთრი ფერები მედეგია მზის სხივების, ნესტისა და ყინვის გარე ზემოქმედების მიმართ. ბუნებრივ ყვავილებთან და მცენარეებთან ერთად, ისევე, როგორც მათ გარეშე, დეკორატიული ფერადი ქვიშის გამოყენების უპირატესობა, მხოლოდ ვიზუალური სილამაზე არ არის და უმთავრესია, რომ სასაფლაოზე არ იზრდება სარეველა მცენარეები!
აღნიშნულის მისაღწევად, მიწის გრუნტზე, დეკორატიული ქვიშის ქვეშ, უნდა გამოვიყენოთ მინა - ბამბის ქსოვილი, რომელიც თავისუფალ გაყიდვაშია ქართულ სამშენებლო ბაზარზე!
ამრიგად, სასაფლაოების კეთილმოწყობისათვის გვესაჭიროება:
● დეკორატიული ფერადი ქვიშა
● მინა - ბამბის ქსოვილი
● პოლიეთილენის ფირი
● სილა
დეკორატიული ქვიშის 25 კგ -იანი პარკის გახარჯვის შემთხვევაში, შესაძლებელია კეთილმოეწყოს ფართები:
ქვიშის ფენა - 20 მმ = 0,9 –1,1 კვ.მ
ქვიშის ფენა - 40 მმ = 0,4 – 0,5 კვ.მ
დღეისათვის, სამშენებლო ბაზარზე არსებული საბაზრო ფასებისა და გამოსაყენებელი მასალების გათვალისწინებით, სასაფლაოს 1 კვ. მ ფართობის კეთილმოწყობის ღირებულება, შეიძლება გავიანგარიშოთ შემდეგნაირად:
1 - თუ 25 კგ. დეკორატიული ქვიშა ყოფნის 0,5 კვ.მ - ს, 1 კვ. მ ფართობზე საჭიროა 25 X 2 = 50 ( კგ. ) ე.ი. ფასი შეადგენს 2 X 19 ლარი = 38 ( ლარი ).
2 - 1 კვ. მ ფართობს ესაჭიროება სილა, რომლის ფასი = 3 ლარი.
3 - 1 კვ.მ პოლიეთილენის ფირის ფასი = 1 ლარი
4 - 1 კვ.მ მინა-ბამბის ქსოვილის ფასი = 2 ლარი
სულ, დანახარჯი შეადგენს - 38+3+1+2=44(ლარი)
ამდენად, 1 კვ. მ ფართობზე, დახარჯული მასალების ღირებულებაა 44 ლარი. მაგალითად, თუ გარდაცვლილის სასაფლაოს ფართობია 3 X 4 = 12 კვ.მ, მაშინ აღნიშნული ტერიტორიის მოსაწყობად საჭიროა 12 X 44 = 528 (ლარი).
კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.
სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.
შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.
კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.
ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...
ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.
დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები
ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი დიასახლისები, რომლებიც ფერადი ქვიშით ალამაზებენ საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა და შენობების ირგვლივ ფერადი ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.
სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.
სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.
საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები
საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.
საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები
საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.
სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.
decora.ge © 2014 - ყველა უფლება დაცულია
შპს დეკორა