შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დეკორა“, შეიქმნა ქალაქ ქუთაისში, 2014 წლის სექტემბრის თვეში. კომპანიის დაარსება განაპირობა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში ამოქმედებულმა სახელმწიფო პროგრამამ - „აწარმოე საქართველოში“. შეღავათიანი კრედიტით დაფინანსების პირობებში, შესაძლებელი გახდა მასშტაბური საწარმოო გეგმის დასახვა და მისი ამოქმედებით ადამიანთა დასაქმება. საქართველოს მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მასში შემავალი „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ და ბანკის „ვითიბი ბანკი ჯორჯია“უშუალო მხარდაჭერით, კომპანიამ „დეკორა“ შეძლო საქართველოში პირველს განეხორციელებინა, დეკორატიული ანუ ფერადი ქვიშისა და სილის წარმოება. კომპანიამ ევროპული გამოცდილების ბაზაზე შეიმუშავა ქვიშისა და სილის შეღებვის ტექნოლოგია და მოახდინა პროდუქციის გამოშვება სამრეწველო მასშტაბებში.
ფერადი ქვიშა და სილა - სიახლეა საქართველოს სამშენებლო ბაზარზე!
კომპანია „დეკორა“, პროდუქციის მისაღებად მოიხმარს ადგილობრივ, იმერეთის რეგიონში არსებულ ქვიშისა და სილის ნედლეულს. ასევე, ცნობილი ევროპული ბრენდების მიერ საქართველოში წარმოებულ საღებავებს, რომელთაც გააჩნიათ გარე პირობებისადმი (მზე, წვიმა,ყინვა და სხვ.) მედეგი, ხოლო ნიადაგისა და მცენარეებისათვის არატოქსიკური ნივთიერებების შემცველობა.
დეკორატიული ფერადი ქვიშა და სილა - ეკოლოგიურად სუფთა მასალებია!
ფერადი ქვიშა და სილა ფართოდ გამოიყენება დეკორატიული გაფორმებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის კუთხით. კერძოდ, ბაღებსა და პარკებში, მოედნებსა და გაზონებში, სასტუმროების, დასასვენებელი სახლებისა და აგარაკების, საბავშვო მოედნების, ოჯახური და მემორიალური სასაფლაოებისა და მათ ირგვლივ ტერიტორიებში, შენობების კედლების მოპირკეთებასა და იატაკის მოწყობაში და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანიის ტექნოლოგიით, ქვიშისა და სილის შეღებვის ფერი შეუზღუდავია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად შესაძლებელია ნებისმიერი დიზაინერული მოთხოვნის შესრულება, რითაც დამკვეთი ღებულობს მაქსიმალურ ეფექტს!
გარდა გარეგანი სილამაზისა, ფერად ქვიშას და სილას აქვთ პრაქტიკული უპირატესობებიც, რამაც ეს მასალები, უცხოეთის ქვეყნებში დამსახურებულად გაიყვანა - ლანდშაფტური მშენებლობის ლიდერ პოზიციებზე!
ევროპელებს, რომლებმაც პირველებმა აითვისეს ამ მასალების შეღებვის ტექნოლოგია, კარგად ჰქონდათ გათვლილი, რომ მათი გამოყენება, საგრძნობლად ამცირებს ლამაზი პარკების, სკვერების, ბაღების მოწყობისა და შემდგომი მოვლა-შენახვის ხარჯებს.
სწორედ, ევროპული გამოცდილების მაგალითზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე, საქართველოში შეღებილი ქვიშა და სილა, გამოყენებული იქნება, პრაქტიკულად ყველა ოჯახის მიერ!
კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.
სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.
შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.
კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.
ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...
ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.
დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები
ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი დიასახლისები, რომლებიც ფერადი ქვიშით ალამაზებენ საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა და შენობების ირგვლივ ფერადი ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.
სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.
სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.
საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები
საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.
საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები
საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.
სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.
decora.ge © 2014 - ყველა უფლება დაცულია
შპს დეკორა