ლანდშაფტური დიზაინი - ადამიანი შინაგანად მოწოდებულია შეცვალოს მის ირგვლივ არსებული გარემო ისე, რომ იგი გახადოს ერთის მხრივ, მოსახერხებელი და იმავე დროს -ვიზუალურად მიმზიდველი. დეკორატიული ფერადი ქვიშა და სილა, სწორედ აღნიშნული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა, რადგან ისინი მოსახერხებელიცაა და ლამაზიც!
ლანდშაფტის დიზაინი, ეს არის ბაღებისა და სკვერების შექმნის ხელოვნება, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჰარმონიული გარემოს შექმნა. გარდა გარეგანი სილამაზისა, ფერად ქვიშას და სილას აქვთ უპირატესობებიც, რამაც ეს მასალები, უცხოეთის ქვეყნებში დამსახურებულად გაიყვანა ლანდშაფტური მშენებლობის ლიდერ პოზიციებზე !
ევროპელებს, რომლებმაც პირველებმა აითვისეს ამ მასალების შეღებვის ტექნოლოგია, კარგად ჰქონდათ გათვლილი, რომ მათი გამოყენება, საგრძნობლად ამცირებს ლამაზი პარკების, სკვერების, ბაღების მოწყობისა და შემდგომი მოვლა-შენახვის ხარჯებს.
სწორედ, ევროპული გამოცდილების მაგალითზე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე, საქართველოში შეღებილი ქვიშა და სილა, გამოყენებული იქნება, პრაქტიკულად ყველა ოჯახის მიერ.
წარმოგიდგენთ ინტერნეტ სივრცეში არსებულ ფოტო სურათებს, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ სად და როგორ შეიძლება დეკორატიული ფერადი ქვიშის ლანდშაფტურ დიზაინში გამოყენება.
კერძო პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალას გამოიყენებენ საკუთარი სახლებისა თუ დასასვენებელი აგარაკების გალამაზებისა და კეთილმოწყობისათვის.
სპეციალიზირებული კომპანიები , რომლებიც ასრულებენ თანამედროვე ლანდშაფტური არქიტექტურისა და დიზაინის სამუშაოებს.
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების კეთილმოწყობის სამსახურები, რომლებიც წვრილფრაქციურ ფერად მასალებს გამოიყენებენ საქალაქო სკვერებისა და გაზონების მოსაწყობად.
შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებიც ამ მასალებს ტერარიუმებსა და აკვარიუმებში ბუნებრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად იყენებენ.
კერძო პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ სარიტუალო მომსახურეობის სამუშაოებს, საოჯახო სასაფლაოებისა თუ საზოგადოებრივი მემორიალების კეთილმოწყობისათვის.
ბანკები, სასტუმროები, რესტორნები ...
ბანკები, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სუპერმარკეტები,სამედიცინო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, ზოოპარკები, ზოომაღაზიები და სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტები და ოფისები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სავაჭრო ფართებისა თუ ჰოლების ეფექტური და მიმზიდველი გარეგანი სილამაზე.
დიასახლისები, ყვავილების მოყვარულები
ყვავილების მოყვარულები , განსაკუთრებით კი დიასახლისები, რომლებიც ფერადი ქვიშით ალამაზებენ საყვავილე ქოთნებს . ამასთან ,ზრუნავენ თავიანთი ეზოებისა და შენობების ირგვლივ ფერადი ბილიკებისა და დასასვენებელი კუთხეების მოსაწყობად.
სარეკლამო ფირმები, რომლებიც დაინტერესებული ორგანიზაციებისა და კომპანიებისათვის, ფერადი ქვიშისა და სილის გამოყენებით, ფირმის ლოგოებისა და სხვადასხვა სახის სარეკლამო ბანერების დამზადებას ახორციელებენ.
სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ფერად სილას მოიხმარენ კედლების შესალესად და თანამედროვე პოლიმერბეტონის იატაკების დასაგებად. ასევე , ახდენენ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო- გასართობი და სპორტული მოედნების მშენებლობას.
საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები
საბავშვო ბაღები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ფერად სილას გამოიყენებენ პატარებისათვის სათამაშო კუთხეების მოსაწყობად და ფერადი სურათების დასახატად, წინასწარ გამზადებულ ე.წ. ტრაფარეტებზე.
საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები
საგზაო სამშენებლო კომპანიები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დეკორატიულ სილას ფართოდ გამოიყენებენ ასფალტის ფერადი ზედაპირისა და მასზე საგზაო ნიშნების მოსაწყობად.
სადღესასწაულო რიტუალების მომწყობი პირები და ორგანიზაციები , რომლებიც დეკორატიულ ფერად სილას აქტიურად გამოიყენებენ ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.
decora.ge © 2014 - ყველა უფლება დაცულია
შპს დეკორა